
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"(CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფი...
თემის განვითრების რესურს ცენტრი 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდა, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარება და ზოგადად სათემო აქტივიზმის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გახდა.
რუკა, საშუალებას მოგცემთ გაიგოთ რომელ რეგიონში, მუნიციპალიტეტში თუ ლოკაციაზე რამდენი და რომელი რეგისტრირებული სათემო ორგანიზაციები/ ჯგუფები თუ არაფორმალური საინიციატივო ჯგუფები ფუნქციონირებს. რუკის დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ დაწვრილებით ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო სათემო/ საინიციატივო ჯგუფისა თუ ორგანიზაციის შესახებ. თემის განვითარების რესურს ცენტრი, პერიოდულად აახლებს ინფორმაციას საქართველოში მოქმედ სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების შესახებ.
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"(CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფი...
10 ივნისს, თბილისში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე სამაგიდო თამაში "ქალები საქართველოდან...
14-15 მაისს ზუგდიდში, სამეგერლოს და გურიის სათემო ლიდერებისთვის, ხოლო 25-26 მაისს ლაგოდეხშ...
„სათემო ლიდერთა ფორუმი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება ჩვენ სივრცეში რომელიც სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, მათთვის და მათთან ერთად ყოველწლიურად ეწყობა. ღონისძიების თემატიკა წლიდან წლამდე იცვლება იმ მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად რომელიც სათემო ორგანიზაციებს მოცემულ მომენტში აქვთ.