თემის განვითარების პროგრამა, 1998 წლიდან მუშაობს სოფლად მოქმედი ან ახლადშექმნილი სათემო ჯგუფების გაძლიერების მიზნით. ხანგრძლივმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ თემში ინიციატივების თუ აქტივობების მრავალფეროვნებისთვის და მათი შედეგების მდგრადობისთვის, მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული რესურსის მობილიზება. აქ იგულისხმება, როგორც ფინანსური, ისე არამატერიალური და ინტელექტიუალური რესურსი.
აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ, საზოგადოებრივ პროცესებში თემის წევრების ჩართულობის გაზრდის მიზნით, 2020 წელს დაიწყო მსოფლიოში სათემო მობილიზების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება და მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მოდელის „სათემო ფონდების“ (Community Foundation) შესწავლა.
მარტივად რომ ვთქვათ, სათემო ფონდი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მხოვრები ადამი-ანების „რესურსების ყულაბაა“, რომელიც აუცილებელია, რომ მეტწილად იმავე გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანების, მოქმედი ორგანიზაციების/კომპანიების შემოწირულობებით ივსებოდეს. ყულაბაში შეგროვებული თანხა უნდა მოხმარდეს იმ პროექტებსა თუ იდეებს, რომ-ლებიც იმავე დასახლების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ორგანიზაციამ, საქმიანობის დაწყების დღიდან, არაერთი საინტერესო საინფორმაციო რესურსი შექმნა სათემო მობილიზების ერთ-ერთი გავრცელებული სამართლებრივი ფორმის - „სათემო ფონდების“ კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით. გარდა ამისა, 2020 წელს ორგანიზაციამ ჩაატარა საზოგადოებრივი ფონდის საქართველოში ინიცირების მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა პროგრამის სამომავლო სამოქმედო გეგმა.
თემის განვითარების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მსგავსი ფონდების ინიცირებას და გახდეს საქართველოში სათემო ფონდების მხარდამჭერი პირველი ორგანიზაცია.