სტატისტიკური მონაცემები
0
0
2014 წლიდან, თემის განვითარების პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას სათემო ჯგუფების და ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს. საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში არსებული სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებას და თემში ადგილობრივი ინიციატივების თუ პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. რათა, სწორედ ამ ჯგუფებმა და ადამიანებმა, ადგილობრივი თემის გაერთიანებით, შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა. გარდა ამისა, ფინანსური მხარდაჭერის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ადგილობრივ ლიდერებსა თუ ჯგუფის სხვა წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, უშუალოდ საქმის კეთების პროცესში, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოიმუშავონ სხვადასხვა უნარ-ჩვევები.
საქმიანობის ფარგლებში, თემის განვითარების პროგრამა, აცხადებს ორი ტიპის საგრანტო კონკურსს:
1. ღია საგრანტო კონკურსი, საქართველოს მასშტაბით მოქმედი სათემო ორგანიზაციებისთვის და ჯგუფებისთვის
ღია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ ნებისმიერ სათემო ორგანიზაციასა თუ საინიციატო ჯგუფს. საქმიანობის ფარგლებში, გამოცხადებული ან გამოსაცხადებელი კონკურსების თემატიკა და პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა, ყოველწლიურად უცვლელი რჩება დაფინანსების მიღების ორი მთავარი კრიტერიუმი: 1. წარმოდგენილი სათემო პროექტი უნდა პასუხობდეს შერჩეული თემის საჭიროებებს და დაგეგმილი აქტივობები ხელს უნდა უწყობდეს, თემის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას 2. წარმოდგენილი სათემო პროექტის განხორიელებაში, თემის წევრების, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური ან/და არამატერიალური რესურსით თანამონაწილეობა უნდა იყოს უზუნველყოფილი.
„გარდა იმისა, რომ ადგილზე გვარდება თემის პრობლემები, თავად ლიდერები პიროვნულად იზრდებიან, მაღლდება მათი ცნობადობა და გამოცდილებაც, ხდებიან ერთგვარი მედიატორები თემსა და თვითმმართველობას შორის. ასეთი ადამინების როლი თემში ძალიან მნიშვნელოვანი და დიდია….“
ანა ნადირაშვილი
თემის განვითარების პროგრამის გრანტ მენეჯერი
2. დახურული საგრანტო კონკურსი, კონკრეტული სათემო ორგანიზაციებისთვის ან ჯგუფებისთვის
თემის განვითარების პროგრამა, ფინანსური მხარდაჭერის საქმიანობის ფარგლებში წელიწადში 2-ჯერ აცხადებს დახურულ საგრანტო კონკურსს და თითოეული მათგანის თემატიკა, გეოგრაფიული დაფარვა და პირობები წინასწარ განისაზღვრება პროგრამის გუნდის მიერ. თუმცა, ძირითადად დახურულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ სათემო ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებთანაც პროგრამა წლების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს. ასევე, ყოველწლიურად უცვლელი რჩება დაფინანსების მიღების ორი მთავარი კრიტერიუმი: 1. წარმოდგენილი სათემო პროექტი უნდა პასუხობდეს შერჩეული თემის საჭიროებებს და დაგეგმილი აქტივობები ხელს უნდა უწყობდეს, თემის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას 2. წარმოდგენილი სათემო პროექტის განხორიელებაში, ადგილობრივი თემის წევრების მატერიალური ან/და არამატერიალური რესურსით თანამონაწილეობა.
დახურული საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემატიკა:
- არაფორმალური/სამოქალაქო განათლება - აქცენტით ქალებსა და ახალგაზრდებზე;
- გარემოს დაცვა და ალტერნატიული რესურსების მოძიება;
- სოფლის მეურნეობის განვითარება;
- კულტურის შენარჩუნება და მრავალფეროვნება;
- ტურიზმის განვითარება.