თემის განვითარების პროგრამა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), თემის განვითარების მიმართულებით, 1998 წლიდან მუშაობს. პროგრამის მიზანი, რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და სათემო ლიდერების, სამოქალაქო ორგანიზაციების თუ საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერაა.

ხედვა თემის განვითარების მიმართულებით

მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზების და მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავების ეფექტურ გზას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განაპირობებს. თემის განვითარება, წარმოუდგენელია წევრების მოტივაციისა და მობილიზაციის გარეშე. მუდმივი პოზიტიური ცვლილებებისთვის კი საჭიროა, თემმა თავად შეძლოს საკუთარი რესურსის შეფასება, საერთო პრობლემის გამოვლენა და მასთან გამკლავების ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

შესაბამისად, პროგრამა თავისი საქმიანობის ფარგლებში, ხელს უწყობს ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას, სათემო ჯგუფების ფორმირებას, მათ ფინანსურ გაძლიერებას და არაფორმალურ განათლებას. გარდა ამისა, CSRDG, წლების მანძილზე ცდილობს სათემო ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს შორის გააღრმავოს ქსელური კავშირები და მხარი დაუჭიროს მათ საერთო ინიციატივებს.

ფასეულობები და ღირებულებები

ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, თანასწორობას და გვჯერა, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური მიკუთვნებულობის და სოციალური სტატუსისა, მცხოვრებს ქალაქად თუ სოფლად, აქვს უფლება სარგებლობდეს თანაბარი შესაძლებლობებით და შესაბამისი ხარისხის სერვისებით.

გუნდი

ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ თემის განვითარების საბოლოო ეფექტი თემის მაცხოვრებლებში საკუთარი შესაძლებლობების რწმენის, საკუთრების აღქმის და თემში არსებული რესურსის გაძლიერებაა. რასაც, თავის მხრივ საერთო საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებამდე მივყავართ.

ნინო ვასაძე
ნინო ვასაძე თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორი
ანი ნადირაშვილი
ანი ნადირაშვილი თემის განვითარების პროგრამის გრანტების მენეჯერი
ლევან როსტომაშვილი
ლევან როსტომაშვილი თემის მობილიზატორი
ნონა ალადაშვილი
ნონა ალადაშვილი თემის მობილიზატორი
თამარ მუმლაძე
თამარ მუმლაძე თემის მობილიზატორი
ლალი გამისონია
ლალი გამისონია თემის მობილიზატორი