სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, ხელისუფლების მიერ გაცხადებულმა ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ამის ფონზე მიღებულმა არადემოკრატიულმა კანონებმა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას, უკვე მოახდინა სერიოზული გავლენა საქართველოში მცირე დასახლებებსა და სოფლებში მოქმედ სათემო ჯგუფებსა და ორგანიზაციებზე. 

თემის განვითარების პროგრამის მიერ მომზადებულ სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების მონაცემთა ბაზაში, 2024 წლის ბოლო მონაცემით 114 ჯგუფი ფიქსირდებოდა. 2025 წლის განახლებული რუკის მიხედვით, 77 მათგანის საქმიანობა უკვე შეჩერებულია და ამჟამად, ქვეყანაში მხოლოდ 37 სათემო ორგანიზაცია/ჯგუფი აგრძელებს ფუნქციონირებას. მოქმედი ჯგუფები/ორგანიზაციებიც ძირითადად ბოლო პროექტების დასრულების ფაზაში იმყოფებიან და დიდი ალბათობით, სექტემბრიდან მათი უმრავლესობაც ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. ეს რიცხვები ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, რომლის წინაშეც ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივები აღმოჩნდნენ რეგიონებში. იქ, სადაც სათემო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების განვითარებას, და შესაბამისად, ადგილებზე მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას - უკვე მნიშვნელოვანი წყვეტა შეინიშნება. 

მიმდინარე სიტუაცია დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ცვლილებებთან, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ცვლილებები გრანტების კანონში და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს ორგანიზაციების მუშაობას და ზღუდავს საერთაშორისო მხარდაჭერის შესაძლებლობებს. შედეგად, საფრთხის ქვეშ დგება ის დიდი ძალისხმევა, რაც წლების განმავლობაში ადგილობრივმა აქტივისტებმა და სათემო ჯგუფებმა თუ ორგანიზაციებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასწიეს.

გაზიარება

სხვა სიახლეები

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად
კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი” პროექტი: „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“   იდეების აუქციონზე, აღნიშნულმა  პროექტმა...

იხილეთ ვრცლად