ორგანიზაციამ, თემის განვითარების მიმართულებით მუშაობა 1998 წლიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის სათემო ორგანიზაციების ცნება პრაქტიკულად უცნობი იყო. შესაბამისად, პროგრამამ საქართველოში, გარკვეულწილად თემის განვითარების რესურს ცენტრის როლი შეითავსა. აღნიშნული გვერდი, სწორედ, პროგრამის გუნდის მიერ წლების განმავლობაში მომზადებული და შეგროვებული საინფორმაციო რესურსების ყულაბას წარმოადგენს.
რესურსებში თქვენ ნახავთ მრავალფეროვან მასალებს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია თემის განვითარების, სათემო მობილიზების და ერთობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ. გაეცნოთ როგორც საქართველოში, ისე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების გამოცდილებას. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ და ჩამოტვირთოთ, 2012 წლიდან პროგრამის მიერ მომზადებული სხვადასხვა სახის გამოცემები და კვლევები.