სტატისტიკური მონაცემები
0
0
საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განკუთვნილია საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სათემო ორგანიზაციის თუ საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის. თუმცა, კონკრეტული პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამა ასევე აცხადებს დახურული ტიპის საგანამანათლებლო ტრენინგებს, სემინარებს საინფორმაციო თუ სამუშაო შეხვედრებს. აღნიშნული საქმიანობის თემატიკა განსხვავებულია და მორგებულია თემის წევრების საჭიროებებზე. ძირითადად კი საგანმანათლებლო აქტივობები ეთმობა - პროექტის წერას და მართვას, სტრატეგიულ დაგეგმვას, თემთან მუშაობას, რესურსების მობილიზებას, მოხალისეთა მართვას და ასე შემდეგ.
სათემო ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების განვითარების მიზნით, პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას მათი საგანმანათლებლო მხარდაჭერა და სხვადასხვა ტიპის სერვისებზე ხელმისაწდომობა წარმოადგენს. პროგრამის მრავალწლიანმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ადგილობრივ დონეზე არსებული, მუდმივად განახლებადი ინტელექტუალური რესურსი, თემის განვითარების პროცესის მნიშვნელოვან საძირკველს წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, რეგიონების საგანმანათლებლო მხარდაჭერის მიზნით, პროგრამა რეგულარულად ატარებს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს, სემინარებს, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებს. ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანია და თანხვედრაში მოდის პროგრამის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერის საქმიანობასთან. შესაბამისად, საგანმანათლებლო აქტივობები ეფუძნება სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების რეალურ საჭიროებებს. რაც, ხაზს უსვამს ორგანიზაციის უნიკალურ მიდგომას, მისცეს დამწყებ ჯგუფებს თეორიული ცოდნის რეალურ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობა.