ორგანიზაციამ, თემის განვითარების მიმართულებით მუშაობა 1998 წლიდან დაიწყო. მაშინ, როცა საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი და ფუნქცია პრაქტიკულად უცნობი იყო. შესაბამისად, 13 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით და მისი განზოგადებით, ორგანიზაციას თემის განვითარების რესურსცენტრის ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობა მისცა.
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, ადგილობრივი პოტენციალის უკეთ რეალიზების და სათემო მობილიზების წახალისების მიზნით, ორგანიზაცია წლების მანძილზე აგროვებს, ამზადებს და ავრცელებს საინტერესო საინფორმაციო თუ აკადემიურ მასალებს.
პროგრამა, წლებია ხელს უწყობს თემის განვითარების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების გაერთიანებას, მათ შორის კონტაქტების დამყარებას და ქსელური საქმიანობას. ამ მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს ერთობლივ ღია და დახურულ შეხვედრებს, ადგილობრვის ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარების ტურებს და სხვა მსგავს ღონისძიებებს.
კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, სათემო ლიდერებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნების და მათი სოციალური კავშირების დამყარების მიზნით, პროგრამამ, არაფორმალური სათემო საუბრების ფორმატში დაიწყო ონლაინ შეხვედრები. აქტივობის ფარგლებში, სათემო ლიდერებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს, მოესმინათ ღირებული ინფორმაცია და ასევე თავადაც მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა საუბრებში.