2019-2020 წლებში, საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების კვლევა ციფრებში
0
0
0
1998 წლიდან, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სოფლად ახალი, საინტერესო ადამიანების და ქმედითი ჯგუფების აღმოჩენა-ფორმირების მიზნით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოიძებნება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც უყვარს საკუთარი თემი და სურს თავისი ძალებით, სრულიად უანგაროდ შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ. სწორედ ასეთი ადამიანების აღმოჩენას და განვითარება-გაძლიერებას ემსახურება პროგრამა.
ამ განყოფილებაში, საკუთარი თემის განვითარებაზე მუდმივად მოფიქრალი და მზრუნველი ადამიანების მიერ შექმნილი ორგანიზაციებისა საინიციატივო ჯგუფების შესახებ იპოვით ინფორმაციებს. გარდა ამისა, სათემო პროექტების სახით, იხილავთ 2012 წლიდან დღემდე, თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საინტერესო სათემო პროექტებსა თუ ინიციატივებს.
“თემის განვითარება, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სტრატეგიული მიმართულებაა და მოიაზრებს რეგიონებში, უფრო კი სოფლად, სათემო ჯგუფების ფორმირებას და არსებული ჯგუფების მხრადაჭერას. წლების განმავლობაში, ხელს ვუწყობთ, სამოქალაქო აქტივისტების ან აქტივიზმით დაინტერესებული ადამიანების აღმოჩენას, ჯგუფის ფორმირებას და მის გაძლიერებას. რატომ? რათა ეს ადამიანები და ჯგუფები, გახდნენ სოფლად პოზიტიური ცვლილებების მომტანნი, წამოწიონ და მოაგვარონ არსებული პრობლემები, ადგილობრივი მოსახლეობის და სხვადასხვა ჯგუფებისთვის შექმნან წვდომა საჭირო ინფორმაციაზე, არაფორმალურ განათლებასა და საჭირო სერვისებზე”
ნინო ვასაძე,
თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორი