ორგანიზაცია, თემის განვითარების პროგრამის მიმართულებით, 1998 წლიდან მუშაობს, რეგიონებში სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების ფორმირების და შემდგომში მათი გრძელვადიანი ორგანიზაციული მხარდაჭერის კუთხით. ორგანიზაცია დროთა განმავლობაში გრძელვადიან ცვლილებებზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადავიდა ანუ თავისი საქმიანობით იგი, ხელს უწყობს სოფლად ახალი ჯგუფების ფორმირებას, მათ ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ტექნიკურ და ფინანსურ გრძელვადიან მხარდაჭერას.
24 წლიანმა გამოცდიილება აჩვენა,რომ ძირითად შემთხვევაში სწორედ ასეთი ჯგუფები ხდებიან სხვადასხვა ადგილობრივი პრობლემის მოგვარების ინიციატორები და რეგიონში სათემო აქტივიზმის გამავრცელებლები. შესაბამისად, ადგილობრივი ჯგუფების მუდმივად განახლებადი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში.
აქედან გამომდინარე, ორგანიზაციული მხარდაჭერა, დღემდე თემის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა. უფრო კონკრეტულად, საქმიანობის ფარგლებში, შერჩეული მიზნობრივი ჯგუფები ამზადებენ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს და წარმოდგენილი აქტივობების შესაბამის ბიუჯეტს. აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა ხელს უნდა უწყობდეს თავად ორგანიზაციის განვითარებას, ადგილობრივი თემის მობილიზებას, საერთო პრობლემის და მიღწევების გარშემო ადამიანების გაერთიანებას და ზოგადად თემის გრძელვადიან განვითარებას.
გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამა მუდმივად ცდილობს, შერჩეულ ჯგუფებს ხელი შეუწყოს წარმოდგენილი გეგმის განხორციელებაში. მხარდაჭერის ფორმა განისაზღვრება ჯგუფის ინდივიდუალური საჭიროებებიდან და წარმოდგენილი გეგმის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც ხაზს უსვამს პროგრამის უნიკალურ მიდგომას. ძირითადად საქმიანობა მოიცავს ჯგუფის საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო მხარდაჭერას, რაშიც მოიზრება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები, სემინარები სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები თუ მასტერკლასები.
ასევე, თემის განვითარების პროგრამის გუნდი მხარდაჭერილ სათემო ორგანიზაციებს ეხმარება თემში არსებული პრობლემების ადვოკატირებაში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემის ლობირებასა და ქსელური კონტაქტების დამყარებაში.