"უსაზღვრო საზღვრის მცველები", ასე ჰქვია იმ პატარა ორგანიზაციას, რომელიც უსაზღვროდ დიდ სიკეთეს არის შეჭიდებული. ლაზარე, მისი დამფუძნებელი, რამდენიმე წელია  შეუპოვრად იბრძვის საზვრისპირა სოფელ ნიქოზის ახალგაზრდების ჯანსაღი და წარმატებული მომავლისთვის. 

ოკუპირებული ცხინვალიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარე სოფელში, გამორჩეულად ნიჭიერი სპორტსმენები ცხოვრობენ. ისინი ძალიან დიდი ხანია კეთილმოწყობილ დარბაზსა და გამართულ სავარჯიშო სივრცეზე ოცნებობენ.  არასაკმარისი პირობების მიუხედავად და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, ერთ-ერთი მათგანი  უკვე  საქართველოს მსოფლიო ჩემპიონია.

კლდეზე ცოცვა, დასავლეთის  ქვეყნებში, ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ აქტივობად მიიჩნევა, ეხმარება  ხერხემალს გაძლიერებაში (უკეთ, ვიდრე ცურვა), მოქმედებაში მოჰყავს სხეულის ფაქტობრივად ყველა კუნთი და ავითარებს გონებრივ უნარებს.

7 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ორგანიზაციას ადგილობრივი მუნიციპლიტეტისგან, სოფლად არსებული უფუნქციო შენობა გადაეცა და საკუთარი ძალებითა და შემოწირულობებით, სივრცის ნაწილობრივი გარემონტება მოახერხა. თუმცა, სრულფასოვანი ვარჯიში იქ კვლავ შეუძლებელი იყო. კედლებს სჭირდებოდა გალესვა ხელსაჭიდებს დამონტაჟება, შენობაში არ ფუნქციონირებდა სველი წერტილები. 

სწორედ ამ მიზნისა და კიდევ უფრო დიდი მისიის - სოფლებში, მეკლდეურობის განვითარებით ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, "უსაზღვრო საზღვრის მცველებმა" იდეების აუქციონზე 8300 ლარი მოიპოვეს. 

დღეს, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბში უკვე დასრულდა  სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები და დასრულების ეტაპზეა საცოცი კედლის განახლება. აგვისტოში ორგანიზაცია ცოცვის ფესტივალის  ჩატარებასაც გეგმავს.  

იხილეთ ფოტო გალერეა

გაზიარება

სხვა სიახლეები

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად
კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი” პროექტი: „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“   იდეების აუქციონზე, აღნიშნულმა  პროექტმა...

იხილეთ ვრცლად