თემის განვითარება, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), ერთ-ერთი ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროგრამული პრიორიტეტია. ორგანიზაცია 1995 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, თავისი საქმიანობით ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას.
ორგანიზაციის დაფუძნების პერიოდში, საქართველოში მკვეთრად იგრძნობოდა ქალაქებსა და რეგიონებს შორის სოციალურ-ეკონომიკური არათანაბარი განვითარება, რეგიონებში მოსახლეობაში ადგილობრივი მოსახლეობაში ადგილობრივი შესაძლებლობების მიმართ უნდობლობა. სწორედ, ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ახალგაზრდა, მოტივირებულმა გუნდმა 1998 წლიდან აქტიურად დაიწყო რეგიონებში მუშაობა. 24 წლიანი მრავალფეროვანი და წარმატებული ისტორიის მანძილზე, ორგანიზაცია ჩამოყალიბდა თემის განვითარების სფეროში ერთ-ერთ პირველ და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებულ სამოქალაქო ორგანიზაციად.
CSRDG მისია
საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.
CSRDG საქმიანობის გეოგრაფიული დაფარვა
CSRDG საქმიანობას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.
CSRDG საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები
● თემის განვითარება
● სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება
● კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება
● სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა
● სოციალური მეწარმეობის განვითარება
● მომხმარებლის უფლებების დაცვა
● ევროინტეგრაციის ხელშეწყობა