საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად".

 

საგრანტო კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და/ან სოციალური ინიციატივებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ქრაუდფანდინგის პლატფორმებს, სამოქალაქო ჯგუფებს, მოძრაობებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არარეგისტრირებულს და რეგისტრირებულს ააიპ სტატუსით).

 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 2000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.

 

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:

 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა სრული საპროექტო განაცხადის პაკეტი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: crowdfundinggrants@gmail.com.

 

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი, 20:00 საათი.

 

საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი ელ.ფოსტა: crowdfundinggrants@gmail.com

გაზიარება

სხვა სიახლეები

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

"სათემო ლიდერთა ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების წარმომადგენელთა რეგისტრაცია დაიწყო! თუ ხართ სათემო ჯგუფის/ორგანიზ...

იხილეთ ვრცლად
კონკურსი 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივივა/პროექტი

კონკურსი 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივივა/პროექტი

სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის ცხადდება 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივის/პროექტის კონკურსი!    სათემო ლიდერთა ფორუმი, რ...

იხილეთ ვრცლად
სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში. წინამდებარე შეფასება მომზადდა საქართველოს სტრატეგიული...

იხილეთ ვრცლად