თელავის, ლაგოდეხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური ნარჩენების მართვის თვალსაზრისით განხორციელდა ინტენსიური კვლევები ამავე მუნიციპალიტეტებში არსებული სიტუაციის შესაფასებლად. 

მის საფუძველზე მომზადდა კომპლექსური და ინდივიდუალური რეკომენდაციები შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოების მიმართ, რათა აღნიშნული სარეკომენდაციო წინადებები აისახოს 2022 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში. 

რეკომენდაციები შეეხება როგორც მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხს, ასევე კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიური ნაგავსაყრელების აღკვეთის, მუნიციპალური ნარჩენების გატანის ინტენსივობის ზრდისა და ნარჩენების სეპარირების საკითხებს. 

მოცემულ პერიოდში მიმდინარეობს,  2022 წლის ბიუჯეტების განხილვა-დამტკიცების ეტაპზე, მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინების პროცესის ზედამხედველობა. 

ერთად ვიზრუნოთ სუფთა გარემოზე!

საქმიანობა ხორციელდება ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის 2021-2024 წლების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ პარტნიორებთან, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგა, გურიის მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირითან ერთად.

გაზიარება

სხვა სიახლეები

სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა 2025

სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა 2025

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, ხელისუფლების მიერ გაცხადებულმა ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ამის ფონზე მიღებულმა არადემოკრატიუ...

იხილეთ ვრცლად
განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად