საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ევროპულმა საბჭომ 12 რეკომენდაციის შესრულება მოსთხოვა. ამ რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე თავისუფალი მედია გარემოს შექმნას ეხება. ამ რეკომენდაციებთან სრულ წინააღმდეგობაშია "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის მიღების ინიცირება. 

კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას, და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, მიმართულია ქვეყნის მარგინალიზაციისაკენ.

საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანაში კი მსგავსი კანონი არ მოქმედებს. 

სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსება და მათ მიერ გაწეული ხარჯები კი ისედაც სრულებით გამჭვირვალეა დაინტერესებულ პირთათვის. 

ჩვენ და ჩვენი მსგავსი ორგანიზაციები სწორედ უცხოური ქვეყნების მხარდაჭერის წყალობით მრავალი წელია ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლასა და გაძლიერებას.

ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ურთიერთთანამშრომლობა და სოლიდარობა ქვეყნის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენს მიერ დაგროვილი აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ვსაქმიანობთ ქალაქსა თუ სოფლებში,  სადაც ძალიან ბევრი მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანისა თუ ჯგუფის ცხოვრებას, მათ სასიცოცხლო გარემოს სასიკეთოდ ვცვლით.  და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და/თუ კარგი მმართველობის მშენებლობაში.

 

ამ საკითხთან დაკავშირებული ერთად თავმოყრილი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ

გაზიარება

სხვა სიახლეები

იდეების აუქციონი 2023

იდეების აუქციონი 2023

12 დეკემბერს, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რიგით მეორე „იდეების აუქციონი“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიუ...

იხილეთ ვრცლად
სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

"სათემო ლიდერთა ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების წარმომადგენელთა რეგისტრაცია დაიწყო! თუ ხართ სათემო ჯგუფის/ორგანიზ...

იხილეთ ვრცლად
კონკურსი 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივივა/პროექტი

კონკურსი 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივივა/პროექტი

სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის ცხადდება 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივის/პროექტის კონკურსი!    სათემო ლიდერთა ფორუმი, რ...

იხილეთ ვრცლად