ორგანიზაცია “გზა მშვიდობისკენ”
პროექტი: “უსაზღვრო საზღვრის მცველები”
იდეების აუქციონზე, აღნიშნულმა პროექტმა 8300 ლარის შეგროვება მოახერხა, დამატებითი შემოწირულებებით კიდევ 6000 ლარის მობილიზებაც შეძლო და დღეს, საზღვრისპირა სოფლის ნიჭიერი პატარა მეკლდეურები, უკვე კეთილმოწყობილ დარბაზში ვარჯიშობენ.
ლაზარე, ორგანიზაციის დამფუძნებელი, რამდენიმე წელია შეუპოვრად იბრძვის საზღვრისპირა სოფელ ნიქოზის ახალგაზრდების ჯანსაღი და წარმატებული მომავლისთვის. კლდეზე ცოცვა, დასავლეთის ქვეყნებში, ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ აქტივობად მიიჩნევა, მოქმედებაში მოჰყავს სხეულის ფაქტობრივად ყველა კუნთი და ავითარებს გონებრივ უნარებს.
7 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ორგანიზაციამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან სოფლად არსებული უფუნქციო შენობა მიიღო და საკუთარი ძალებითა და შემოწირულებებით, სივრცის ნაწილობრივი გარემონტება მოახერხა, თუმცა საცოცი დარბაზის დასასრულებლად, კედლებს სჭირდებოდა გალესვა, ხელსაჭიდების დამონტაჟება და ასაშენებელი იყო სველი წერტილები.
დღეს, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბში, უკვე დასრულდა სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები და საცოცი კედლის განახლება. 6 სექტემბერს, ორგანიზაციამ მხარდამჭერების დახმარებით, ცოცვის ფესტივალიც წარმატებით ჩაატარა.
კლდეზე ცოცვას ნიქოზის საცოც დარბაზში, ამჟამად 60 ბავშვი სწავლობს, ერთ-ერთი მათგანი კი, უკვე საქართველოს ჩემპიონია.