"სათემო ლიდერთა ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების წარმომადგენელთა რეგისტრაცია დაიწყო!

თუ ხართ სათემო ჯგუფის/ორგანიზაციის წარმომადგენელი და გსურთ დაესწროთ ფორუმს რომლის განმავლობაშიც გააცნობთ საზოგადოებას თქვენს საქმიანობას, გაიღრმავებთ კონტაქტებს სხვა თემის წარმომადგენლებთან, გაუზიარებთ საკუთარს და მოისმენთ სხვა სათემო ლიდერთა გამოცდილებას, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 15 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე: 

https://form.jotform.com/232032634353447

 

წლევანდელ ფორუმზე:

  • მოისმენთ სხვადასხვა სათემო ორგანიზაციის გამოცდილებას
  • გაეცნობით პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საინტერესო და გამორჩეულ სათემო პროექტებს და ინიციატივებს
  • გახდებით 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოვების პროცესის მონაწილე 

დაესწრებით ერთბლივ და პარალელურ ინტერაქტიულ სესიებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: 

  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან სათემო ორგანიზაციების და ჯგუფების თანამშრომლობა, არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები;  
  • სოფლის/თემის ისტორიული მეხსიერება და კულტურული მემკვიდრეობა,  
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
  • აგორტურიმზი საქართველოში

 

16-17 ნოემბერი - კახეთი, „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“

 

გაითვალისწინეთ, რეგისტრაცია შეეხებათ მხოლოდ სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს.

 

შერჩევის შემთხვევაში: 

  • ღონისძიება უზრუნველჰყოფს ღამისთევას და კვებას სასტუმროში
  • დაფარავს ტრანსპორტირების ხარჯებს: თბილისი-წინანდალი-თბილისი მიმართულებით

 

სათემო ლიდერთა ფორუმი იმართება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. წლევანდელი ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან: ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“, გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ და ბირმინგემის უნივერსიტეტი.

გაზიარება

სხვა სიახლეები

კონკურსი 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივივა/პროექტი

კონკურსი 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივივა/პროექტი

სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის ცხადდება 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივის/პროექტის კონკურსი!    სათემო ლიდერთა ფორუმი, რ...

იხილეთ ვრცლად
საგრანტო კონკურსი: ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად

საგრანტო კონკურსი: ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქრაუდფან...

იხილეთ ვრცლად
სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში. წინამდებარე შეფასება მომზადდა საქართველოს სტრატეგიული...

იხილეთ ვრცლად