საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზანი: 

იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე  ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალოქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.  

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, ააიპ სტატუსის მქონე, მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა. 

უპირატესობა მიენიჭება:

  • ახალბედა ორგანიზაციებს / აქტივისტთა ჯგუფებს (სულ მცირე ერთი წლის ისტორიით);
  • რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს;
  • მოწყვლად თემზე (მთიანი რეგიონები, ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული სოფლები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, შშმპ და სხვ.) მიმართულ ინიციატივებს.
  • იმ საპროექტო განაცხადებს, სადაც უზრუნველყოფილია საქმიანობებში ქალების, სხვადასხვა უმცირესობების ან მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა.

წარსადგენი განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • პროექტის განაცხადი  - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #1 - პროექტის საქმიანობის გეგმა - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #2 - დეტალური ბიუჯეტი - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
  • განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან (რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში).

 

საგრანტო განაცხადის ფორმა

კონკურსის პირობები

ბიუჯეტი

სამოქმედო გეგმა

 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 იანვარი, 24:00 საათი.

საკონტაქტო  ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.

გაზიარება

სხვა სიახლეები

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში. წინამდებარე შეფასება მომზადდა საქართველოს სტრატეგიული...

იხილეთ ვრცლად
"უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის თაობაზე

"უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის თაობაზე

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ევროპულმა საბჭომ 12 რეკომენდაციის შესრულება მოსთხოვა. ამ რეკომენდაციებს შო...

იხილეთ ვრცლად
გილოცავთ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს

გილოცავთ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ულოცავს სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს მათი გამორჩეული ღვაწლის დასაფასებლად გაეროს გენერალური ა...

იხილეთ ვრცლად