"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"(CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.

 

კონკურსის მიზანია, იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.

 

განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

 

  • პროექტის განაცხადი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #1 – პროექტის საქმიანობის გეგმა – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #2 – დეტალური ბიუჯეტი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
  • განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან (რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში).

 

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო, 18:00 საათი.

 

კონკურსის სრულ პაკეტსა და დეტალურ ინფორმაციას გაეცანით მოცემულ ბმბულზე

 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

საკონტაქტო პირი – ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.

კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე www.csrdg.ge

 

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ZOOM პლატფორმის მეშვეობით შემდეგ დღეებში:

 

20.07.2022, 15.08.2022 – 12:00 სთ-ზე

საკონსულტაციო შეხვედრების ბმული:

https://us02web.zoom.us/j/89218935070?pwd=teY6-zrQNDAxJpfZlFRhRcn3ewjpEY.1

Meeting ID: 892 1893 5070

Passcode: 243033

გაზიარება

სხვა სიახლეები

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად
კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი” პროექტი: „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“   იდეების აუქციონზე, აღნიშნულმა  პროექტმა...

იხილეთ ვრცლად