პროექტი: “ხელოვნება—ის რაც გვაერთიანებს”
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სავსეა სტრესით. მათ შორის პროფესიულ გადაწვას, ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. განტვირთვის სხვადასხვა შესაძლებლობა, სრულფასოვანი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის აუცილებელი აქტივობაა.
თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ფუნქციონირებს პატარა თეატრი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ და მოწყვლად ჯგუფებში, ხელოვნების უნარების განვითარებას უწყობს ხელს (აღნიშნული სერვისი უფასოა).
მათ გარდა, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, იურისტებს, თუ ექიმებს, აქ თავის ბავშვობის ოცნებები აუხდენიათ. სივრცე მასპინძლობს სამი მუნიციპალიტეტის სკოლის, თეატრალურ დასებსაც.
თეატრს არ ჰქონდა გათბობა-გაგრილების სისტემა. ამის გამო, ის ვერ ახერხებდა ზამთარში უამრავი მსურველის მიღებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, ორგანიზაციამ იდეების აუქციონზე 7000 ლარის მოპოვება მოახერხა.
პროექტის ფარგლებში, სივრცეში განთავსდა სამი კონდიციონერი და ორგანიზაციის წევრებმა შეისყიდეს არტ-თერაპიებისათვის საჭირო მასალებიც. 6 თვის განმავლობაში, არტ-თერაპიებს დაესწრო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, 50-მდე ბავშვი (მათ შორის სოციალურად დაუცველი მოზარდები) და ჩატარდა უამრავი ღონისძიება: სპექტაკლი, წიგნის პრეზენტაცია, პოეზიის საღამო, დამწყები მუსიკოსების კონცერტები. ღონისძიებებს სრულიად უფასოდ ესწრებოდნენ მაყურებლები.