თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სავსეა სტრესით. მათ შორის პროფესიულ გადაწვას, ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. განტვირთვის სხვადასხვა შესაძლებლობა, სრულფასოვანი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის აუცილებელი აქტივობაა.
თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ფუნქციონირებს პატარა თეატრი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ და მოწყვლად ჯგუფებში, ხელოვნების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მათ გარდა, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, იურისტებს, თუ ექიმებს, აქ თავის ბავშვობის ოცნებები აუხდენიათ. სივრცე მასპინძლობს სამი
მუნიციპალიტეტის სკოლის, თეატრალურ დასებსაც (ყველა სერვისი უფასოა).
თეატრს არ ჰქონდა გათბობა-გაგრილების სისტემა. ამის გამო, ის ვერ ახერხებდა ზამთარში უამრავი მსურველის მიღებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, “მეოთხე სართულმა” იდეების აუქციონზე 7000 ლარის მოპოვება მოახერხა.
-შეიძინეს გათბობა-გაგრილების სისტემა, განათება და არტთერაპიებისთვის საჭირო მასალა
-ჩატარდა უფასო არტთერაპიული ხატვის გაკვეთილები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის - 50 მონაწილე
-სივრცე დაეთმო შემდეგ დამწყებ მუსიკოსებს
- დუეტი “le chèile”
- L.B.
- The Lukee
-სივრცე დაეთმო და დაორგანიზდა წიგნის პრეზენტაცია პოეტ ნინო ჯაფარიძისთვის
-შეიქმნა მოყვარულთა თეატრალური დასი
-დაიდგა სპექტაკლი დარიო ფოს პიესის “ყველა ქურდი მძარცველი არ არის” მიხედვით, რომლის პრემიერა 8 ივნისს შედგა
აღნიშნული აქტივობებით, თეატრმა შეძლო უამრავი ადამიანი დახმარება.