10 ივნისს, თბილისში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე სამაგიდო თამაში "ქალები საქართველოდან".
სამაგიდო თამაში "ქალები საქართველოდან" არის ანტიდისკრიმინაციული თამაში, რომლის მთავარი მიზანია ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციის გამოყენებით მოთამაშეებს დაეხმაროს ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. აღნიშნული თამაში საშუალებას აძლევს მოთამაშეებს გარდაიქმნან 12 უნიკალურ გმირად და განიცადონ საქართველოში მცხოვრები თანამედროვე ქალების ცხოვრების ყველა ასპექტი. თამაშში აღწერილია რეალური სიტუაციები, სადაც ქალები იბრძვიან თანაბარი უფლებებისათვის და ცდილობენ გაიმარჯვონ არსებულ სტერეოტიბებთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში.
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, გურიის, სამეგრელოსა და კახეთის სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების ლიდერებმა. ტრენინგს ჯამში 20 მონაწილე დაესწრო.
პროგრამა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP Georgia) "გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ის პროექტის - "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" ფარგლებში.