სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის ცხადდება 2021-2022 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივის/პროექტის კონკურსი! 

 

სათემო ლიდერთა ფორუმი, როგორც ერთობლივი სათემო შეხვედრა, წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ სათემო მოძრაობის მონაწილე და მხარდამჭერ ადამიანს აერთიანებს, ხელს უწყობს მათ შორის კონტაქტების გაღრმავებას, რეგიონთაშორისი კავშირების დამყარებას და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას.

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023-ის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება გახლავთ წლის საუკეთესო სათემო ინიციატივის/პროექტის კონკურსი.  

ღონისძიებაზე მოხდება წინასწარ შერჩეული 5-6 პროექტის აუდიტორიისადმი წარდგენა. პრეზენტაციების საფუძველზე ფორუმზევე გამოვლინდება ორი გამარჯვებული - ჟიურისა და აუდიტორიის რჩეული, რომელთაც სხვადასხვა ტიპის ჯილდოები გადაეცემათ. 

 

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 სექტემბერი, 18:00 საათი

 

სათემო ლიდერთა ფორუმი იმართება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. წლევანდელი ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან: ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“, გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ და ბირმინგემის უნივერსიტეტი. 

 

გაზიარება

სხვა სიახლეები

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

"სათემო ლიდერთა ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების წარმომადგენელთა რეგისტრაცია დაიწყო! თუ ხართ სათემო ჯგუფის/ორგანიზ...

იხილეთ ვრცლად
საგრანტო კონკურსი: ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად

საგრანტო კონკურსი: ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქრაუდფან...

იხილეთ ვრცლად
სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევის ანგარიში. წინამდებარე შეფასება მომზადდა საქართველოს სტრატეგიული...

იხილეთ ვრცლად