კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

პროექტი: „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“

 

იდეების აუქციონზე, აღნიშნულმა  პროექტმა 7000 ლარის შეგროვება მოახერხა, პროექტის განხორციელების ფარგლებში კი, დამატებით 1200 ლარის ღირებულების მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. 

ორგანიზაციას ორი მიზანი ჰქონდა:

  1. კიბოს შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებზე ონკოპაციენტების ცნობიერების ამაღლება და მათგან გათავისუფლებაში დახმარება;
  2. აქტიური ონკოპაციენტების აღმოჩენა რეგიონებში, რომლებიც მომავალში მოხალისეობრივად ჩაერთვებოდნენ ონკოპაციენტთა ადვოკატირების საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ბათუმში,ჩოხატაურსა და თელავში, 60 ონკოპაციენტისთვის ტრენინგები ჩატარდა. შეხვედრები მოიცავდა ინფორმაციას  სკრინინგის მნიშვნელობაზე, ქართული საზოგადოების ნიშან-თვისებებზე, სტერეოტიპებზე,  ფობიებსა და მათი დაძლევის გზებზე. რეგიონების მიხედვით, ინფორმაციისა და მხარდაჭერის გასაზიარებლად, შეიქმნა Facebook ჯგუფებიც, რომელთა მიზნობრივი წევრების რაოდენობა, ეტაპობრივად იზრდება. 

ორგანიზაციამ მოიძია მოხალისე ონკოპაციენტებიც, რომლებიც პაციენტთა ადვოკატირებასა და მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაში ჩაერთვებიან.

გაჩნდა ახალი კონტაქტებისა და თანამშრომლობის შეთავაზებები კერძო სექტორისგან და დაიგეგმა დამატებითი შეხვედრები თელავში, ხოლო დამატებითი ფინანსების მოძიების შედეგად, ორგანიზაციამ პროექტორიც შეიძინა. 

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ პროექტის ბენეფიციარი ონკოპაციენტები ერთსულოვნად აღნიშნავენ, რომ თავს გრძნობენ ბევრად უფრო იმედიანად, მხნედ და დაცულად.

იხილეთ ფოტო გალერეა

გაზიარება

სხვა სიახლეები

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად
ორგანიზაცია „ამო მეოთხეზე“

ორგანიზაცია „ამო მეოთხეზე“

ორგანიზაცია „ამო მეოთხეზე“ პროექტი: “ხელოვნება—ის რაც გვაერთიანებს”   თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სავსეა სტრე...

იხილეთ ვრცლად