კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფის“ მთავარი დანიშნულება ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერაა. ორგანიზაცია ძირითადად მხოლოდ თბილისში მუშაობდა. თუმცა, რეგიონების მაცხოვრელბლები მსგავს სერვისებს კიდევ უფრო მოკლებულები არიან, ამ დაავადებასთან დაკავშირებული სტერეოტიპები კი, იქ უფრო ძლიერია. 

აუქციონზე  წარდგენილი პროექტით, ორგანიზაციას საქართველოს სამი რეგიონის (აჭარის, იმერეთისა  და კახეთის) მოცვა  და იქ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, უფასო არტთერაპიული ვორქშოპების ჩატარება სურდა. 

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კავკასიის ონკოსაზოგადოებამ “იდეების აუქციონის” აუდიტორიის  მხარდაჭერით, 7000 ლარი შეაგროვა.

აუქციონზე მოპოვებული თანხით, 2024 წლის აპრილში, ხათუნა ონკოპაციენტებს შეხვდა ბათუმში,  ქუთაისსა და ოზურგეთში. სულ მალე იგეგმება კახეთში ვიზიტიც.  შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პაციენტთა ადვოკატირებას, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და გაძლიერებას. შეიქმნა ონლაინ კომუნაც, სადაც ორგანიზაციის წევრებისა და ონკოპაციენტების ურთიერთობა გრძელვადიან და მჭიდრო ურთიერთმხარდაჭერაში გადაიზარდა.

"ვიცინეთ, ვხატეთ, ვიხუმრეთ და ცოტა ვიტირეთ კიდეც, თუმცა ყველაზე მთავარი, ერთმანეთის ძალა და გამბედაობა, ყველამ ვიგრძენით." - ეს ხათუნას სიტყვებით გადმოცემული პროექტის დიდი წარმატებაა. 

იხილეთ ფოტო გალერეა

გაზიარება

სხვა სიახლეები

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად
კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი” პროექტი: „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“   იდეების აუქციონზე, აღნიშნულმა  პროექტმა...

იხილეთ ვრცლად