12 დეკემბერს, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რიგით მეორე „იდეების აუქციონი“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ჩატარდა. 

„იდეების აუქციონი“, სახალხო დაფინანსების  ცნობილი, საერთაშორისო მეთოდია, რომელიც საინიციატივო ჯგუფებს/მცირე ზომის ორგანიზაციებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენასა და რესურსების ცოცხალ რეჟიმში შეგროვებაში ეხმარება. აღნიშნული პრაქტიკა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (СSRDG) მიერ, საქართველოში შარშან დაინერგა და წელს უკვე მეორედ, წარმატებით განხორციელდა.  

ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, 100-მდე ადამიანი.  სტუმრებმა მოისმინეს აუქციონისთვის შერჩეული პროექტების პრეზენტაცია და მათთვის საინტერესო ინიციატივებისთვის გასცეს დონაციაც.  ორგანიზაციებმა  წარმატებით შეძლეს საკუთარი პროექტების დადებითად წარმოჩინება, აუდიტორიის დაინტერესება და ფინანსური მხარდაჭერის მიღება. ჯამში, წლევანდელ იდეების აუქციონზე, დაგეგმილ 15 000 ლარზე მეტი, კერძოდ კი  22 300 ლარი შეგროვდა.

გაიცანით აუქციონზე წარდგენილი პროექტები:  

1. კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფი“, პროექტი - „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“

კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფის“ მთავარი დანიშნულება ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერაა. ორგანიზაციის მთავარი მიდგომა პაციენტები - პაციენტებისთვისაა, თუმცა, შეზღუდული რესურსების გამო, იგი ვერ ახერხებს რეგიონების მოცვას და ძირითადად მხოლოდ თბილისში მცხოვრებ პაციენტებს ეხმარება. თუმცა, რეგიონებში, მოსახლეობას კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მიმართონ სპეციალისტებს, ხოლო ამ დაავადებასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, კიდევ უფრო ძლიერია. ხშირად პაციენტებს დიაგნოზის დამალვაც კი უწევთ.

აუქციონზე წარსადგენი პროექტით, ორგანიზაციას სურს საქართველოს სამი რეგიონის (აჭარა, იმერეთი და კახეთი) მოცვა. კერძოდ, იქ მცხოვრები ონკოპაციენტებისა და ოჯახის წევრებისთვის, უფასო, არტთერაპიული ტრენინგ/ვორქშოფების ჩატარება. ამ აქტივობებით, ონკოპაციენტები უკეთ ხედავენ, ერთის მხრივ - „სტიგმატიზირებულ კიბოს“ - როგორც განზოგადებულ პრობლემას და მეორეს მხრივ - „რეალურ კიბოს“ - როგორც ცხოვრების მორიგ გამოწვევას, რათა მათ აღმოაჩინონ დაავადებასთან გამკლავების საკუთარი და უნიკალური რესურსები. 

ორგანიზაციამ “იდეების აუქციონის” აუდიტორიის მხარდაჭერით, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, 7000 ლარი შეაგროვა.

2. საინიციატივო ჯგუფი „ამო მეოთხეზე“, პროექტი - „ხელოვნება - ის რაც გვაერთიანებს“

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სავსეა სტრესითა და პასუხისმგებლობებით. თუნდაც პროფესიულ გადაწვას, ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. განტვირთვისა და საყვარელი ჰობით დაკავების შესაძლებლობა,  სრულფასოვანი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის სჭირდება ყველას.

თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ფუნქციონირებს პატარა თეატრი, რომელიც განსხვავებულ ასაკობრივ და მოწყვლად ჯგუფებში, მათ შორის ბავშვებში, ხელოვნების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. სივრცის პარტერში 60 ადამიანი თავსდება. ამ სცენაზე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონდე ბავშვების გარდა, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, იურისტებს, თუ ექიმებს, თავისი ბავშვობის ოცნებები აუხდენიათ (წრეები უფასოა). 

თბილისში, ხელოვნების მოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, უფასო სახელობო, არტთერაპიული წრეები ხელმიუწვდომელია. რეგიონში მცხოვრები შემოქმედებითი ნიჭის მქონე ბავშვებისთვის, კი ძალიან რთულია საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.  სივრცე  რეგულარულად ეთმობა ახლადშექმნილ შემოქმედებით ჯგუფებსა და ინდივიდებს და ასევე, მასპინძლობს სამი მუნიციპალიტეტის სკოლის, თეატრალურ დასებსაც.

დღეს „მეოთხე სართულის“ მთავარი გამოწვევა გათბობის არარსებობაა, რომლის გარეშეც, სტუდია ვერ იღებს მომლოდინე მსურველებს, მოწყვლადი ოჯახების ბავშვებისთვის არტთერაპიული გაკვეთილების ჩასატარებლად. 

მათთვის, იდეების აუქციონის ფარგლებში, 7000 ლარი შეგროვდა.

3. ორგანიზაცია „გზა მშვიდობისკენ“ - პროექტი - „უსაზღვრო საზღვრის მცველები“

ცნობილია, რომ სპორტი აუცილებელია ბავშვის სხეულის ჯანსაღი განვითარებისთვის, გამძლეობის, იმუნიტეტისა და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. სპორტის ზოგიერთი სახეობა, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს, გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს.

ახლა, წარმოიდგინეთ ცხინვალიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში, სოფელ ნიქოზში (კონფილქტის მიმდებარე ტერიტორია), მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაც შეზღუდული წვდომა აქვს არათუ სპორტის სახეობებთან, არამედ ვერ ხდება მათი საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფაც კი. თუმცა, ამ სოფელში წარმატებული და ნიჭიერი, პატარა მეკლდეურები ცხოვრობენ და უკვე მრავალი წელია კეთილმოწყობილ დარბაზსა და ნორმალურ სავარჯიშო პირობებზე ოცნებობენ. კლდეზე ცოცვა, განვითარებულ ქვეყნებში, ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ აქტივობად მიიჩნევა. ის ეხმარება, მაგალითად ხერხემლის დროს, ხერხემლის გაძლიერებაში (უკეთ, ვიდრე ცურვა), მოქმედებაში მოჰყავს სხეულის ფაქტობრივად ყველა კუნთი და ავარჯიშებს გონებას.

7 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ორგანიზაციას ადგილობრივი მუნიციპლიტეტიდან, სოფლად არსებული უფუნქციო შენობა გადაეცა. ორგანიზაციამ საკუთარი ძალებითა და შემოწირულობებით, სივრცის ნაწილობრივი გარემონტება მოახერხა, თუმცა სრულფასოვანი ვარჯიში იქ კვლავ შეუძლებელია. კედლებს სჭირდება გალესვა და ხელსაჭიდების დამონტაჟება, შენობაში არ ფუნქციონირებს სველი წერტილები. აღნიშნული პირობების შექმნა აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთიც უკვე საქართველოს მსოფლიო ჩემპიონია.

ორგანიზაციის მისიაა რეგიონებსა და სოფლებში, მეკლდეურობის განვითარებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, ამი მისიის ხელშესაწყობად, „იდეების აუქციონზე“ მათთვის 8300 ლარი შეგროვდა. 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქრაუდფანდინგის ანუ სახალხო დაფინანსების პრაქტიკა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, შესაბამისად, მასში სულ უფრო მეტი ადამიანი, ჯგუფი, თუ ორგანიზაცია ერთვება. აქტიურად ფუნქციონირებს რამდენიმე ონლაინ პლატფორმაც, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოება სხვადასხვა სოციალურ თუ გარემოსდაცვით პროექტებს აფინანსებს

სწორედ ქრაუდფანდინგის კონცეფციის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, CSRDG-ის სათემო განვითარების პროგრამის ფარგლებში დაიწყო სრულიად ახალი ინიციატივა, რომლის ნაწილია იდეების აუქციონის, ახლა უკვე ტრადიციული ღონისძიებაც.

 

იხილეთ ფოტო გალერეა

 

გაზიარება

სხვა სიახლეები

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად
კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი”

კავკასიის ონკოსაზოგადოება “ჰოუფი” პროექტი: „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“   იდეების აუქციონზე, აღნიშნულმა  პროექტმა...

იხილეთ ვრცლად