დათა ცინცაძე 'იდეების აუქციონის' მონაწილეა და მან საკუთარი იდეის განსახორციელებლად თანხა უკვე შეაგროვა!
'ურბანული ბაღი', ასე ეძახის ის ქალაქ რუსთავში, საკუთარ ეზოში შექმნილ სივრცეს, რომელსაც თანამოქალაქეებთან ეკოლოგიურ გამოწვევებზე სასაუბროდ იყენებს.
19 მაისს გამართული #იდეებისაუქციონის დახმარებით ის სივრცეს განავითარებს და შექმნის ადგილს, სადაც გარემოსდაცვით საკითხების შესახებ შეხვედრებს, პრეზენტაციებსა თუ ლექციებს უფრო მუდმივი სახე მიეცემა.
წარმატებები ვუსურვოთ დათას!
აუქციონი განხორციელდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. European Union in Georgia Civil Society STAR Initiative.
აუქციონის მხარდამჭერები The Funding Network Frederick mulder foundation.