სათემო ლიდერთა ფორუმი 2017, 16-17 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“- ში გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო, სათემო ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარება, სათემო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს შორის კავშირების დამყარება-გაღრმავება.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ შედეგების წარდგენას, გარდა ამისა მოეწყო პანელური დისკუსია სოფლის განვითარების სტრატეგიისა და ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ სათემო პროექტებს, ადგილზე ერთობლივ ინიციატივაზე მუშაობას. სათემო ჯგუფების ერთობლივი ინიციატივის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სათემო ორგანიზაციები გაერთიანდნენ მათთვის პრიორიტეტული საკითხის ირგვლივ. თითოეულმა ჯგუფმა მოამზადა საპროექტო განაცხადი. ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ საინიციატივო ჯგუფს, პროექტის განხორციელებისთვის ჯილდოდ გადაეცა 3 000 ლარი. კონკურსის გამარჯვებული გახდა გუნდი „ეს ჩემი სამშობლოა“, რომელმაც გააერთიანა 3 მუნიციპალიტეტის 5 თემი. ერთობლივი სათემო ინიციატივის მიზანი, 3 მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება იყო.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“.