2016 წლის 20 ოქტომბერს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, ჩატარდა სათემო ლიდერთა ფორუმი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოში მოქმედმა, 35-მა სათემო და საინიციატივო ჯგუფმა.
ფორუმის მთავარი საკითხი სათემო ინიციატივების/პროექტების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესაძლებლობების განხილვა იყო. პანელური დისკუსიების შემდეგ, 2016 წლის საუკეთესო სათემო ინიციატივის ნომინაციაში გამარჯვების მოსაპოვებლად, 10 ორგანიზაცია წარსდგა მონაწილეთა წინაშე. ღონისძიებაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრისა და სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდა 4 გამარჯვებული სათემო პროექტი. გამარჯვებულებს მადლობის სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
პირველი ადგილი - სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative - “ცოდნის კაფე“ - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი; სამოქალაქო განათლების ფონდი;
მეორე ადგილი -კარალეთის თემის ახალგაზრდული ორგანიზაცია - „ბიბლიოთეკა, გამყოფ ხაზთან მიმდებარე მაღალმთიან სოფელში“- ფონდი, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი.
მესამე ადგილი - ვარდისუბანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა- ,,ფანტაზია და მარჯვე ხელები“ და თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა „სხივი“ – „სიცოცხლე გარემოს’’.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში„ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" და ასევე, თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალის (CDJ- Community Development Journal) ფინანსური მხარდაჭერით.