საქართველოს სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, 2021 წლის 26 ნოემბერს, სათემო ლიდერთა ფორუმი, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. ფორუმს ტრადიციულად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამა მასპინძლობს. ფორუმი იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
სათემო ლიდერთა ფორუმმა დამსწრე საზოგადოებას ახალი, საინტერესო სათემო ინიციატივები და ლიდერები გააცნო. ამასთან ერთად ფორუმზე საინტერესო საგანმანათლებლო, თემატური და საგრანტო პროგრამების მქონე საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავორობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სათემო ორგანიზაციებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრნენ, რაც მათ საკუთარი იდეების განვითარებისთვის საჭირო რესურსის მოპოვებაში დაეხმარათ. ფორუმის განმავლობაში ის გამორჩეული ინიციატივები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც 2021 წელს თემის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები შეიტანეს.
სათემო ლიდერთა ფორუმზე დასწრება შეძლეს სათემო ორგანიზაციებმა, საინიციატივო ჯგუფებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და თემით დაინტერესებულმა პირებმა.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით.