პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი იყო თემში არსებული ისტორიულ – კულტურული ძეგლების პოპულარიზაციით ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაზრდა, მოსახლეობის მეტად ინფორმირება და განათლების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, თემში არსებული ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების შესახებ დამზადდა 8 საინფორმაციო ბანერი, რომელიც განთავსდა 8 ადგილზე. აღნიშნულ ისტორიულ ძეგლების შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი. მოპოვებული ინფორმაციისა და ფოტომასალის დახმარებით, ტურისტული კომპანიებისათვის შეიქმნა 100 საინფორმაციო ბროშურა. გარდა საინფორმაციო ბროშურებისა და ბანერებისა, პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების ტურისტული ბილიკებით მარკირებული რუკა, რომლის მიხედვითაც დამზადებული 3 ბანერი დამონტაჟდა სოფლის ცენტრალურ გზაზე. თემში ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად გაკეთდა ეკლესიებთან მისასვლელი საცალფეხო ბილიკების მარკირება. პროცესში ჩართული იყო თემში მცხოვრები 50-მდე ახალგაზრდა. ჯამში, მოეწყო 8-ვე ეკლესიისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკი და გეკეთდა მარკირება. ფშაველის თემის და მეზობელი სოფლების ახალგაზრდებისთვის მოეწყო ლაშქრობები მარკირებულ ლოკაციებზე. გარდა ამისა, ჩატარდა ტრენინგ/სემინარები შემდეგ თემებზე: ტურისტული გიდობა, ეფექტური კომუნიკაცია, ნარჩენების მართვა, გობელენისა და თექის დამუშავების სწავლება. ჯამში ჩატარდა: 2 ტრენინგი, 1 სემინარი, 2 სახელობო კურსი, რომელებსაც დაესწრო თემის 50-მდე მაცხოვრებელი.

 

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

სათემო განვითარების ცენტრი „აისი“
განხორციელების ადგილი
სოფელი ფშაველი, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი
სრული საგრანტო თანხა
10 432 ლარი
ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხა
7 847 ლარი

დაფინანსების წყარო

პროექტი განხორციელდა  გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP Georgia) "გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის - "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" ფარგლებში.