პროექტის მიზანი
პროექტის მიზანი იყო სამიქაოს თემში სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობა, რომელიც გახდებოდა თემში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, თავშეყრის ადგილი. ამ მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოსახლეობის დახმარებით, განხორციელდა სხვადასხვა სამუშაოები: დაიგო ფილები, დამონტაჟდა სკამები, გარე განათების ლამპიონები და სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სოფლის მოსახლეობა ჩაერთო სკვერის დასუფთავების კამპანიაში. საბოლოო შედეგების დემონსტრირების მიზნით, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობისთვის ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და გაკეთდა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტო გამოფენა.
გრანტის მიმღები ორგანიზაცია
დაფინანსების წყარო
პროექტი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP Georgia) "გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის - "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" ფარგლებში.