• პროექტის მიზანი სათემო ცენტრების ბაზაზე ფორმირებული და გადამზადებული მოხალისეთა ქსელის მეშვეობით პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენა/ეფექტის შემცირება კახეთის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში.

    \სტრატეგიული ამოცანები

    • ადგილობრივი მოხალისეთა ჯგუფების, ასევე რეგიონალური პარტნიორების დახმარებით მოწყვლადი ჯგუფების ბაზის განახლება და მათი საჭიროებების სიღრმისეული იდენტიფიცირება;

    • საჭიროებების შესაბამისად მოწყვლადი ჯგუფებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთების/მასალის შეძენა-დარიგება.

    პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020 წელი პროექტის დონორი ღია საზოგადოების ფონდი

    პროექტის ღირებულება: 21 477 აშშ დოლარი

  • პროექტის მიზანი

     

    სათემო ცენტრების ბაზაზე ფორმირებული მოხალისეთა ქსელის მეშვეობით პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენა/ეფექტის შემცირება კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებში.

     

    სტრატეგიული ამოცანები

     

    • აღნიშნული რეგიონის ფარგლებში, შერჩეულ 13 მუნიციპალიტეტში (საგარეჯო, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, აბაშა, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ოზურგეთი, გორი და წალკა) მოქმედი სათემო ორგანიზაციების ბაზაზე ადგილობრივი მოხალისეთა 2 კაციანი (ჯამში 60 მოხალისე) ჯგუფის ფორმირება და შესატყვისი ცოდნითა/ინსტრუმენტებით აღჭურვა;

    • ამ მუნიციპალიტეტებში შერჩეული მოწყვალდი ჯგუფებისათვის (თითო თემში 15-20 ოჯახი, ჯამში 550-მდე ოჯახი) პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა, სოციალური დახმარების პაკეტის და ინფორმაციის მიწოდებით.

     

    პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020 წელი

     

    პროექტის დონორი

    ღია საზოგადოების ფონდი

     

    პროექტის ღირებულება: 20 000 აშშ დოლარი

  • პროექტის აღწერა

    პროექტის ინიცირება განაპირობა პანდემიით შექმნილმა რთულმა სოციო-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და იგი, როგორც შემავსებელი კომპონენტი დაშენდა ცენტრის მიმდინარე პროექტზე „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“, რომელიც საქართველოს 2 რეგიონს ფარავს. ახალი ინიციატივის ფარგლებში, გაფართოვდა არეალი გურიის რეგიონზე და მან ჯამში 11 მუნიციპალიტეტის 27 თემი მოიცვა (სამეგრელო, კახეთი, გურია). 

     

    პროექტის მიზანი

     

    პანდემიით შექმნილი რთული სოციო-ეკონომიკურმა მდგომარეობის გაუმჯობესება, მიზნობრივრივი რეგიონების ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერის გზით.

     

    პროექტის ამოცანები

     

    • COVID 19 -ით გამოწვეულ პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და ადვოკატირება

    • ქალთა სამეწარმეო უნარების გაძლიერება

    • ქალთა სამეწარმეო საქმიანობების ფინანსურ მხარდაჭერა (31 საოჯახო ბიზნესის დაფინანსება)

     

    პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020 წელი

     

    პროექტის დონორი

    • გაეროს განვითარების პროგრამა

    პროექტის ღირებულება: 50 000 აშშ დოლარი

  • პროექტის მიზანი

    სათბური აირების ემისიების შემცირების მიზნით თემში განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვა

     

    სტრატეგიული ამოცანები:

    • სამიზნე რეგიონების (კახეთი, სამეგრელო და გურია) სოფლებში, სკოლის და ბაღის მასწავლებლების, ეკო კლუბის წევრების და სათემო აქტივისტების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების ორივე (შერბილებისა და ადაპტაციის) მიმართულებით
    • მცირე მაშტაბის სადემონსტრაციო პროექტების მხარდაჭერის გზით, სამიზნე სოფლებში თანამდედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა
    • ქვეყნის მაშტაბით წარმატებული მაგალითების და გამოცდილების გავრცელება

     

    პროექტის განხორციელების პერიოდი: 2019-2020 წელი

     

    პროექტის დონორი

    • გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა

     

    პროექტის ღირებულება: 20 000 აშშ დოლარი

  • ვროკავშირის პროექტი -„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.

     

    პროექტის მიზანი

    • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;

    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;

    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;

    • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

     

    2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

     

    პროექტის განხორციელების პერიოდი: 2017- 2020

     

    პროექტის დონორი

    The European Union;

    გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

     

    პროექტის პარტნიორები

     

    კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)

    სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტი (CSI)

    ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC)

    განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)

     

    პროექტის ბიუჯეტი: 5 070 000 ევრო

  • პროექტის მიზანი

    ქალთა გენდერული თანასწორობის და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში. სამეგრელოსა და კახეთის 28 თემში ქალთა საინიციატივო ჯგუფების ფორმირება, ქალების შესაძლებლობების განვითარება, ასევე სათემო ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ბიზნეს შორის ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა, გაღრმავება და გაძლიერება.

     

    პროექტის დონორი

    გაეროს განვითარების პროგრამა

     

    პროექტის პარტნიორები

    • საგა
    • ათინათი

     

    პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018-2021 წელი

     

    პროექტის ღირებულება: 316 000 აშშ დოლარი