პროექტის მიზანი

პროექტის მთავარი ამოცანა იყო მოსახლეობის ინფორმირება ბიოდეგრადირებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების კუთხით. ნარჩენების არარაციონალურად გამოყენების მავნე პრაქტიკის აღმოფხვრელად სათემო ჯგუფმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, განახორციელა საინფორმაციო კამპანია მოსახლეობისთვის. ნარჩენების სწორად მართვის პრაქტიკის დასანერგად სათემო ცენტრის ეზოში მოეწყო სადემონსტრაციო კომპოსტერი, რომლის მეშვეობით მიღებული ორგანული სასუქი გამოიყენება ორგანიზაციის ეზოში არსებული მწვანე საფარის გასანოყიერებლად.

 

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

ქალთა და ახალგაზრდობის სათემო ჯგუფი „არბოშიკი“
განხორციელების ადგილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი არბოშიკი
სრული საგრანტო თანხა
2 450 ლარი
ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხა
2 000 ლარი

დაფინანსების წყარო

პროექტი დაფინანსდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) – თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ფინანსდებოდა გაეროს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.