პროექტის მიზანი
პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება გარემოსდაცვით და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო საჯარო სკოლის პირველი სართული. მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ათავსებენ სხვადასხვა საინფორმაციო მასალას გარემოსდაცვით და ნარჩენების მართვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა 3 ღია გაკვეთილი, ნარჩენების სეპარაციის და მეორეული გადამუშავების თემაზე, პირველი და მესამე საფეხურის მოსწავლეებისათვის. ჯამში, სემინარში მონაწილეობა მიიღო 200-მა მოსწავლემ. გარდა სემინარებისა, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ნარჩენების მართვა“, რომელსაც დაესწრნენ ორი სოფლის, ქვემო ნატანებისა და ჯუმათის, საჯარო სკოლის მოსწავლეები. ნატანების სკოლის ეზოში ჩატარდა დასუფთავების აქცია. ტრენინგებსა და სემინარებზე მიღებული ცოდნით, მოსწავლეებმა საბურავებისგან დაამზადეს 10 საყვავილე და განათავსეს სკოლის ეზოში სადემონსტრაციოდ.
გრანტის მიმღები ორგანიზაცია
დაფინანსების წყარო
პროექტი დაფინანსდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) – თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ფინანსდებოდა გაეროს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.