პროექტის მიზანი

სოფლის ბიბლიოთეკის ბაზაზე სათემო კულტურული და სოციალური ცენტრის შექმნა, სასოფლო ბიბლიოთეკის შენობის სამკითხველო დარბაზის რეაბილიტაციისა და შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის გზით.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

თემთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ასოციაცია „იმერეთი“
განხორციელების ადგილი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ოფურჩხეთი
სრული საგრანტო თანხა
9 163 ლარი
ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხა
6 484 ლარი

დაფინანსების წყარო

პროექტი განხორციელდა  საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვის" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის 2017-2020 წლების პროგრამის ფარგლებში.