პროექტის მიზანი

პროექტი ემსახურებოდა სოფელ რუისპირში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით, დაავადებების რიცხვის შემცირებას და ჯანსაღი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბიოდინამიური მეურნეობის ბაზაზე ჩატარდა 4 თეორიული ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: მევენახეობა; მებოსტნეობა; მცენარეული ნაყენების და კომპოსტერის მომზადება. ასევე, ჩატარდა 6 პრაქტიკული კურსი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

„რუისპირის ქალთა საინიციატივო ჯგუფი“
განხორციელების ადგილი
სოფელი რუისპირი, თელავის მუნიციპალიტეტი , კახეთი
სრული საგრანტო თანხა
3 099 ლარი
ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხა
1 969 ლარი

დაფინანსების წყარო

პროექტი განხორციელდა  გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP Georgia) "გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის - "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" ფარგლებში.