პროექტის მიზანი
პროექტის მთავარი მიზანი იყო თემში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და კეთილმოწყობა. პროექტის იდეა წარმოშვა სოფელში დასაქმების კუთხით არსებულმა პრობლემებმა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სოფლის ახალგაზრდების უმეტესობა არ აგრძელებს სწავლას, რაც იწვევს მათ დაუსაქმებლობას. ახალი სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ მოსახლეობას შესთავაზოს სხვადასხვა პროგრამა და სერვისები, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებისთვის საჭირო უნარების შეძენას და გაუმჯობესებას. ცენტრში განთავსდა სოციალური საწარმო „მზეკო“, რომლის მიზანია თემში მცხოვრები ქალებისთვის ხელსაქმის სწავლება და დასაქმებისთვის ხელშეწყობა. სივრცეში განთავსდა, როგორც სატრენინგო, ისე სახელოსნო კუთხე.
გრანტის მიმღები ორგანიზაცია
დაფინანსების წყარო
პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვის" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის „2017-2020 წლების პროგრამის“ ფარგლებში.