პროექტის მიზანი

პროექტის მთავარი ამოცანა იყო სოფელ ბავრაში არსებული ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, კონკრეტულად, 770 მეტრიანი გზის მონაკვეთზე გარე განათების მოწყობა. აღნიშნული გზა წარმოადგენს სოფლის შიდა გზას, რომელსაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს, გარდა ამისა, ამ გზაზე მდებარეობს სკოლა. შესაბამისად, გზის გარე განათება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი სოფლის მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში „ბავრა ჯგუფმა“ შეიძინა გარე განათებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა და ჯამში სოფელში განთავსდა განათების 23 ბოძი.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია

სათემო ორგანიზაცია „ბავრა ჯგუფი“
განხორციელების ადგილი
ახაქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბავრა
სრული საგრანტო თანხა
10 388 ლარი
ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხა
6 758 ლარი

დაფინანსების წყარო

პროექტი განხორციელდა  საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვისდაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის 2017-2020 წლების პროგრამის ფარგლებში.