პროექტის მიზანი
პროექტის მთავარი ამოცანა სასწავლო ცენტრის გაძლიერება და საზოგადოების წინაშე მისი უკეთ წამოჩენაა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით და შესაბამისად, ორგანიზაციის შესახებ ცნობადობის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ გადაამზადა ბუღალტერი, რათა მოსახლეობას მუდმივად მიაწოდოს პროფესიული ფორმით შედგენილი ფინანსური ანგარიში. ახალგაზრდებში სასწავლო ცენტრის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციამ აიყვანა ადგილობრივი მოხალისე, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ჩაატარებს ახალგაზრდულ შეხვედრებს. დაიგეგმა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პროექტის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია საზოგადოებისათვის ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ გაცნობა. გვექნება იმ აბიტურიენტების შედეგების პრეზენტაცია, რომლებმაც სასწავლო ცენტრის დახმარებით წარმატებით ჩააბარეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ორგანიზაციის ბიბლიოთეკის მკითხველები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში.
გრანტის მიმღები ორგანიზაცია
დაფინანსების წყარო
პროექტი დაფინანსდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის(CSRDG) – თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ფინანსდებოდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში.