პროექტის მიზანი
"პროექტის მიზანი იყო ხორნაბუჯის თემში ქალებისა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, მათი სოციალური, კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. მიზნის მისაღწევად, სოფელ ხორნაბუჯში არსებული ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ოთახში ჩატარდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაო, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, ავეჯით და საოფისე ტექნიკით.
პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის (დაახლოებით 300 კომლი) და მეზობელი სოფლებისათვის შეიქმნება კეთილმოწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი, ლამაზი აივნით და ეზოთი. ამ სივრცეში ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება: ტრენინგები, შეხვედრები, დისკუსიები, ღია გაკვეთილები, მზადდება ხელნაკეთი ნივთები, ეწყობა გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები და სხვ."
გრანტის მიმღები ორგანიზაცია
დაფინანსების წყარო
პროექტი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP Georgia) "გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის - "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" ფარგლებში.