პროექტის მიზანი
პროექტის მიზანი იყო, ქვემო ხოდაშენში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა სივრცე, შეიცვალა დაზიანებული ინვენტარი, ოთახები აღიჭურვა სხვადასხვა ტექნიკით და ავეჯით. ორგანიზაციამ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, შეიძინა სხვადასხვა თემატური ლიტერატურა, რომელსაც აქტიურად იყენებს საჭიროების მიხედვით. შედეგად, შეიქმნა გარემო, სადაც, ერთის მხრივ, ახალგაზრდები გეგმავენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს, მეორეს მხრივ, ქალთა საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს პროგრამულ საქმიანობას.
გრანტის მიმღები ორგანიზაცია
დაფინანსების წყარო
პროექტი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP Georgia) "გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის - "ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის" ფარგლებში.