ევროკავშირის ახალი პროექტისამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.

ინიციატივის მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;

სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2020 წელი

პროექტის დონორები

  • ევროკავშირი -The European Union
  •  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო – Federal Ministry For Economic Cooperation and Development

პროექტის პარტნიორები

  • კონრად ადენაუერის ფონდი – Konrad Adenauer Stiftung(KAS)
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
  • განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC)

პროექტის ბიუჯეტი: 5 070 000 ევრო

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.