1998 წლიდან, თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ვმუშაობთ რეგიონებში სამოქალაქო ინსტიტუტების ფორმირებასა და გაძლიერებაზე. ამ პერიოდის მანძილზე, რეგიონებს აქტიურად ვუჭერთ მხარს, როგორც ტექნიკურ-ინფორმაციულ, ასევე ფინანსური კუთხით. 

ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, წელიწადში 2-3-ჯერ ვაცხადებთ ღია და დახურულ საგრანტო კონკურსს, რომელის საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 2000-8000 ლარს. 

  • ღია საგრანტო კონკურსი - ღია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღბა შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სათემო ორგანიზაციასა თუ საინიციატივო ჯგუფს;
  • დახურული საგრანტო კონკურსი - დახურულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მხოლოდ ჩვენი მიმდინარე პროექტის მიზნობრივ აუდიტორიას, კერძოდ - კეხეთის, სამეგრელოს, გურიის რეგიონის სათემო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. 

1998 წლიდან დღემდე, ჩვენი მხარდაჭერით, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით დაახლოებით 500-მდე სხვადასხვა მასშტაბისა და სიმწვავის ადგილობრივი პრობლემა გადაიჭრა.