1998 წლიდან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ვმუშაობთ რეგიონებში სამოქალაქო ინსტიტუტების ფორმირებასა და გაძლიერებაზე. 

მრავალწლიან გამოცდილებაზე და დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობით, 2011 წლიდან ორგანიზაციის ბაზაზე ამოქმედდა თემის განვითარების რესურს ცენტრი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.

თემის განვითარების რესურს ცენტრი ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას სთავაზობს კონსულტაციებს, აძლევს შესაძლებლობას მონაწილოობა მიიღოს სხვადსხვა ტრენინგებსა და სემინარებში, ერთობლივ ღონისძიებებში.