თემის განვითარების რესურს ცენტრის ფარგლებში, 2011 წლიდან ორგანიზებას ვუწევთ საქართველოს მასშტაბით მოქმედი სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების ერთობლივ შეხვედრებს. წლიდან წლამდე შეხვედრის ფორმატი დაიხვეწა, უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და სათემო ლიდერთა ეროვნულ ფორუმად ჩამოყალიბდა. 

სათემო ლიდერთა ფორუმის მიზანია, სათემო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს შორის კონტაქტების დამყარება, გამოცდილების გაზიარება, მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვა. 

2016 წლიდან ფორუმზე საუკეთსო სათემო ინიციატივის გამოვლენისა და ამ ნომინაციაში გამარჯვებული ჯგუფის დაჯილდოებას დაედო სათავე.