სემინარების თემა შეირჩევა თავად სათემო ჯგუფების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, რასაც ასევე ვებ პორტალის საშუალებით პერიოდულად დავადგენთ. სემინარების სავარაუდო თემატიკა: საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსი; გარემოს დაცვა; თვითმმართველობის კომპეტენციები და საზოგადოებრივი მონაწილეობის ფორმები; გენდერული საკითხები; სასოფლო სამუერნეო პროდუქციის ექსპორტი; მიწის პრივატიზების საკითხები; სოციალური მეწარმეობა; მესაქონლეობის საკითხები; და სხვა.