რას ნიშნავს თემი და თემის განვითარება? თემი ტერმინი თემი გახლავთ შესატყვისი ინგლისური სიტყვისა ”Coomunity”, რაც პირდაპირი თარგმანით ერთობას, საზოგადოებას ნიშნავს. ქართულ რეალობაში ტერმინი დამკვიდრდა, როგორც სიტყვა ”თემი”, თუმცა ჩვენი აზრით მასში ტერმინის რეალური მნიშვნელობა ცოტაოდენ იზღუდება და ასოციაციას საქართველოს წარსულ სოციალურ ინსტიტუტთან ”თემი” ახდენს (ხევსურული თემი, პირველყოფილი თემური წყობილება). რეალურად სიტყვა ”Coomunity ” უფრო ფართო მნიშვნელობისაა და კლასიკური გაგებით საერთო სატკივარისა და პერსპექტივების მქონე გეოგრაფიულ (სამეზობლო, უბანი, სოფელი) ან საერთო ინტერესთა მქონე ადამიანების ერთობას წარმოადგენს. ცალკე ფორმად განიხილება საერთო რწმენაზე დაფუძნებული ერთობა ანუ თემი. იმავდროულად, აღიარებულია ის ფაქტიც, რომ თითოეული ადამიანი შესაძლოა იყოს ერთი ან ერთდორულად რამოდენიმე სახვადასხვა ერთობის ანუ თემის წევრი. ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულ ფორმას სამეზობლოები ანუ გეოგრაფიული ტიპის ერთობანი წარმოადგენენ. მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური ისე სოციალური კუთხით. სამეზობლოში მაცხოვრებელნი მრავალმხრივ არიან დაკავშირებული ურთიერთთან – ლხინის, გლოვის, მუშაობის, გართობის დროს, განსაცდელის ჟამს და ცვლილებათა პერიოდში. ჩვეულებრივ, მეზობლები ერთი და იმავე ეკონომიკურ გარემოშიც იმყოფებიან.

 

“თემი” გახლავთ პირადი კავშირების, სხავადასხვა დაჯგუფებების, ტრადიციებისა და ქცევის ფორმების ქსელი, რომელიც კონკრეტულ ფიზიკურ ადგილსამყოფელსა და სოციო-ეკონომიკურ გარემოში ჰპოვებს განვითარებას. თემის განვითარება თემის განვითარება თემში არსებული სოციალური კავშირების და ურთიერთობების გამდიდრებას და გაძლიერებას, ასევე სოციალური ქსელების ხარისხის გაზრდას გულისხმობს. ანუ თემის განვითარება სოციალური ცვლილების პროცესია, რომელიც: მომდინარეობს კონკრეტულ საცხოვრებელ გარემოში მცხოვრებთა გამოცდილებებისა და საჭიროებებიდან; მოიცავს თითოეული ინდივიდის ღირსებათა, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამოვლენასა და მობილიზებას; უპირატესობას ანიჭებს კოლექტიურ ქმედებას, როგორც პიროვნული ზრდისა და სოციალური განვითარების ყველაზე დინამიურ გზას; უზრუნველყოფს ხალხის კონტროლსა და ჩართულობას იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას. თემის განვითარების საბოლოო ეფექტი თემის მაცხოვრებლებში საკუთარი ძალების რწმენის გაღვივება და გარკვეული ცოდნისა და უნარების განვითარებაა, რასაც საბოლოო ჯამში საერთო საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებამდე მივყევართ. სათემო ორგანიზაცია საზოგადებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთი სახე გახლავთ სათემო ანუ ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციებიც (ინგლისურად შესატყვისი ტერმინია ”Community Based Oragnization”). მათი რაობა/სპეციფიკა მოქმედი კანონმდებლობით არ განისაზღვრება და იურიდიული სტატუსი იგივეა რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემთხვევაში.

 

საქართველოს პრაქტიკაში ეს გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეგოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან, ანუ ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ. თუმცა უცხოური პრაქტიკა და საქართველოში არსებული ერთეული შემთხვევები საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ე.წ. თემატურ სათემო ორგანიზაციებსაც იცნობენ. ასეთებად შეიძლება ჩაითვალონ ასევე, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, დევნილებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე მომუშავე ორგანიზაციებიც. დღეს-დღეობით საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების რაოდენობა დაახლოებით 70-80 ის ფარგლებში მერყეობს. სტრატეგილი კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული 2010 წლის კვლევის - ”საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება საქართველოში” - მონაცემებით მოქმედი სათემო ორგანიზაციების უმრავლესობა სოფლებში ფუნქციონირებს. მათი დიდი ნაწილი კი რეგისტირებულიც კი არ გახლავთ. სათემო ორგანიზაციების უმრავლესობის საქმიანობის სფეროებია: ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია, გარემოს დაცვა, მოსახლეობის ინფორმირება და განათლება, სოციალური კეთილდღეობა, კულტურა და სოფლის მეურნეობა. საქართველოში სათემო ორგანიზაციების დაარსება, როგორც წესი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების და საერთაშორისო პროგრამების ინიცირებით მოხდა. დონორის გარეშე ამგვარ ჯგუფებს უჭირთ საქმიანობის გაგრძელება და მაშტაბების შენარჩუნება და ხშირად ისინი საქმიანობას წყვეტენ.