საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თემის განვითარების მიმართულებით 1998 წლიდან მუშაობს. შესაბამისად, მრავალწლიან გამოცდილებასა და დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობით, 2011 წლიდან ორგანიზაციის ბაზაზე ამოქმედდა თემის განვითარების რესურს ცენტრი, რომელიც საქართველოში მოქმედ სათემო ჯგუფებსა და ორგანიზაციებს მრავალმხრივ საინფორმაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს. 

თემის განვითარების რესურს ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდა, მათ შორის ინფორმაციული კავშირების დამყარება და ზოგადად სათემო აქტივიზმის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 

თემი განვითარების რესურს ცენტრის მიერ შემუშავებულია საქართველოში მოქმედი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს დეტალურად გაეცნოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების საქმიანობას.