სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

ვებგვერდი ეკუთვნის საზოგადოებრივ ორგანიზაციას ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მიზნით. 

მიზნის მისაღწევად ორგანიზაციიის ძირითადი სტრატეგიაა ერთის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და მეორეს მხრივ ქვეყანაში კარგი მმართველობის ხელშეწყობა, თემის(სოფლის) განვითარება, ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება, მომხმარებლის უფლებების დაცვა, სოციალური მეწარმეობის განვითარება და რაც ყველაზე მთავარია ევროინტეგრაციის ხელწეყობა. 

1998 წლიდან თემის განვითარების მიმართულებით, ჩვენი ორგანიზაცია სამოქალაქო ინსტიტუტების ფორმირებასა და გაძლიერებაზე მუშაობს. ამ მიმართულების მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი ლიდერების აღმოჩენა, საინიციატივო ჯგუფების შექმნა/გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რაც თავის მხრივ ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზას წარმოადგენს. 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ძირითადად ვმუშაობთ კახეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონში. 2013 წლიდან დღემდე ჩავატარეთ 80-მდე მსხვილი ღონისძიება, გამოცხადდა ღია და დახურული საგრანტო კონკურსები, რის შედეგადაც ჩვენი ფინანსური დახმარებით განხორციელდა 75 სათემო პროექტი. სათემო ჯგუფების ინიციატივით და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით 500-მდე სხვადასხვა მასშტაბისა და სიმწვავის ადგილობრივი პრობლემა გადაიჭრა.